Saturday, September 13, 2014

მეცხრე დღე

კიდევ ერთხელ გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, მოვახდინეთ ჩვენი პორტფოლიოების სრულყოფა და პრეზენტაცია. მოვისმინეთ ჯგუფიწ წევრების პრეზენტაციები, ჯგუფის ყველა წევრის პრეზენტაცია იყო დასამახსოვრებელი და საინტერესო. ვთვლით რომ ტრენინგი იყო ნაყოფიერი, ნასწავლს გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში.

Friday, September 12, 2014

მერვე დღე

გამოვაქვეყნეთ ბლოგზე ჩვენი პორტფოლიო , შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. შევქმენით გუგლ ფორმები და გამოვაქვეყნეთ

Thursday, September 11, 2014

მეშვიდე დღე

ვისწავლეთ მოსწავლეთა ნიმუშების გაზიარება და კომენტარების გაკეთება.
გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, შევქმენით მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმა და ავტვირთეთ გუგლის დოკუმენტებში. power point ფაილი გადავიყვანეთ გუგლის დოკუმენტებში და ვისწავლეთ როგორ შეიძლება ჩასწორება

Sunday, September 7, 2014

დღე მეექვსე

ვისწავლეთ ბლოგზე გვერდის შექმნა, კომენტარების დაწერა, გვერდების შექმნა. გაჯეტის დამატება ბლოგზე.  ვიმუშავეთ პროცედურების ჩამოწერაზე, შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

Saturday, September 6, 2014

დღე მეხუთე

გავიხსენეთ წინა დღით გავლილი მასალა,მესამე მოდულში გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას, ვისწავლეთ სურათებისა და მისამართების ჩასმა და შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტი.
მოვამზადეთ მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაცია, გადავიტანეთ ნამუშევრები გუგლის დოკუმენტებში

Friday, September 5, 2014

დღე მეოთხე

გავიარეთ მეორე მოდულის მესამე და მეოთხე აქტივობები, გავეცანით შეფასების 5 მიზანს და პროექტის სხვადასხვა ეტაპისთვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, დავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი.
 მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენათ შევქმენით ერთ-ერთი ინსტრუმენტი- ვიცი-მინდა ვიცოდე-რა ვისწავლე და ავტვირთეთ ბლოგზე

Sunday, August 31, 2014

მესამე დღე

გავიხსენეთ წინა დრეს შესწავლილი მასალა, გადავხედეთ სტანდარტებს, შევარჩიეთ მაღალი დონის სააზროვნო კითხვები, რაშიც დაგვეხმარა განახლებული ბლუმის ტაქსონომია.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან შევარჩიეთ უნარები და ჩავსვით გეგმაში.
შევარჩიეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები ჩვენი პროექტების შესაბამისად.

Saturday, August 30, 2014

დღე მეორე

                                                                    დღე მეორე

მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები, მოვძებნეთ პროექტის გეგმის შაბლონი, ესგ-დან მოძიებული შედეგები და ინდიკატორები ჩავდეთ პროექტში, მოვამზადეთ ბუკლეტი. მივიღეთ დავალება, ბუკლეტისთვის საჭირო მასალების მოსაძიებლად.

Friday, August 29, 2014

დღე პირველი

 გავეცანით: ინტელის სასწავლო კურსს, გავეცანით Viewer- მუშაობას, შევქმენით პორტფოლიო, გავეცანით დოკუმენტს, პორტპოლიოს ჩეკლისტს, რომელიც დაგვეხმარება რესურსების ძიებაში და პროექტის მომზადებაში, გავეცანით პროექტის მახასიათებლებს, თუ როგორ დავგეგმოთ პროექტი, ვნახეთ პროექტის გეგმის შაბლონი, რომელიც შედგება 8 მოდულისგან და რომელზეც ვიმუშავებთ ტრენინგის მსვლელობისას, ვნახეთ არსებული პროექტების გეგმები, რომლებსაც გამოვიყენებთ ნიმუშად, მივიღეთ დავალება, რომ მოვიფიქროთ პროექტის იდეა და დავწეროთ მოკლე აღწერა.
   გამომდინარე იქედან, რომ ინტერნეტი იყო ძალიან ნელი, მუშაობამ მოგვიწია შეფერხებებით